საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030105746639914
             № 01-120/ო 21 / მაისი / 2014 წ.             
„საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრის 2013 წლის 16 აგვისტოს N01-163/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრის 2013 წლის 16 აგვისტოს N01-163/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოს:

ა)  ნინო მოროშკინას - მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სპეციალისტს;

ბ) რუსუდან კლიმიაშვილს  - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს;

გ)  თამარ უგულავას - გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტს;

დ) ნინო ყოჩიშვილს -ევროკავშირის საქართველოში  წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერს;

ე)  თამარ სირბილაძეს - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის უფროს მრჩეველს;

ვ) თამარ გაბუნიას - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორს;

ზ) თამარ ჩიტაშვილს - შპს ,,University Research Course”-ის ფილიალის დირექტორს საქართველოში; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელს;

თ) დევი ხეჩინაშვილს - საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს;

ი) სერგო საყვარელიძეს - სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი"-ს წარმომადგენელს;

კ) ზაზა შენგელიას - შპს ,,სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი"-ს წარმომადგენელს;

ლ) ბესარიონ ფესტვენიძეს  - სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი"-ს წარმომადგენელს;

მ) ქეთევან ქათამაშვილს  - შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო"-ს წარმომადგენელს;

ნ) ნინო გაჩეჩილაძეს - შპს "სადაზღვევო კომპანია ალფა"-ს წარმომადგენელს;

ო) სიმონ გაბრიჭიძეს - კავშირი „ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელ დირექტორს.“.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო